იუსტიციის სასწავლო ცენტრმა თანასწორობის კვირეული საჯარო უწყებებთან სამუშაო შეხვედრით დაასრულა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა თანასწორობის კვირეული საჯარო უწყებებთან სამუშაო შეხვედრით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საჯარო სამსახურებში თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარების შესახებ იმსჯელეს.

„სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, პროკურატურის, საჯარო სამსახურის ბიუროს და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიება ჩატარდა თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც წელს 15-22 ნოემბერს აღინიშნება. თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან (16 ნოემბერი) დაკავშირებით და ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ პარტნიორ ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და მოკავშირეებთან ერთად.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი თანასწორობის კვირეულში სხვა აქტივობებითაც იყო ჩართული. კერძოდ, გაიმართა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის თემაზე "თანასწორობის უფლება", ასევე, ადამიანის უფლებების და თანასწორობის თემაზე ჩატარდა უფასო იურიდიული ტრენინგები გორში, თბილისსა და ახალციხეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა