ლევან ქარუმიძე - „კრამერი კრამერის წინააღმდეგ” შესანიშნავი ფილმია, ყველა იმ ოსკარს იმსახურებს, რომელიც მიიღო - კრამერი საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ სამწუხარო ამბავია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე Twitter-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დასანქცირება ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს და სანქციები უნდა დაუწესდეს მათაც, ვინც ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს. ქარუმიძე პარალელს რობერტ ბენტონის ფსიქოლოგიურ დრამასთან "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" ავლებს.

როგორც ლევან ქარუმიძე წერს, ფილმისგან განსხვავებით, რომელიც ოსკარის 5 ნომინაციაშია გამარჯვებული, „კრამერი საქართველოს წინააღმდეგ”, მხოლოდ სამწუხარო ამბავია, რომელიც "ოქროს ჟოლოს” ნომინაციასაც კი არ იმსახურებს, რომლითაც ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარისტს, რეჟისორს, თუ კომპოზიტორს აჯილდოვებენ.

„კრამერი კრამერის წინააღმდეგ” შესანიშნავი ფილმია. ყველა იმ ოსკარს იმსახურებს, რომელიც მიიღო. კრამერი საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ სამწუხარო ამბავია. „ოქროს ჟოლოს” ნომინაციასაც კი არ იმსახურებს”, - წერს ლევან ქარუმიძე Twitter - ზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი