ნიკა მელია - 19 წლის წინ მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა და სწორედ ეს ვერ აპატია მას ტერორისტულმა სახელმწიფომ - ამიტომ, „რუსული ოცნების“ პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე

მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა. სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, ამიტომ, „რუსული ოცნების“ პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, სადაც „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს ეხმაურება.

მისივე თქმით, 19 წლის წინ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო განვითარების სურვილით შეცვალა.

„დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამ რწმენით გაძლიერების და ბოროტების დამარცხების დღე.

დღეს „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა.

დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, სადაც კრიმინალების თარეში, კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს. ქართულ რეფორმებზე მსოფლიომ დაიწყო საუბარი, მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა. სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, „რუსული ოცნების“ პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე. 2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს, თუმცა გვახსოვდეს - რაც უფრო გრძელი არის ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი. გაგვიმარჯვია ღირსებით და სიმართლით, გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით. არ არსებობს გამარჯვებისკენ მიმავალი მოკლე ან გრძელი გზა, არსებობს მხოლოდ ღირსეული გზა და ღირსეული გამარჯვება“, - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა