ლევან დავითაშვილი - ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარ-მასპინძლობა და ITB Berlin-ის გამოფენაზე მთავარ აქცენტს სწორედ სტუმარ-მასპინძლობაზე გავაკეთებთ

ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარ-მასპინძლობა და სწორედ ესაა მთავარი თემა და აქცენტი, რაც ITB Berlin - ის გამოფენის მსვლელობისას გვექნება წარმოჩენილი”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კონცეფცია, როგორც ITB Berlin 2023 გამოფენის მასპინძელი ქვეყნის და ქვეყნის ტურიზმის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა იყოს.

„ყველას ნათლად გვესმის, რომ გლობალურ ასპარეზზე წარმოჩენასთან ერთად აღნიშნული მისცემს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას შემდგომი განვითარების ღირებულ შესაძლებლობას. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რასაც ITB Berlin -ი გვაძლევს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მოუწოდა, რათა საქართველო საუკეთესოდ წარმოჩნდეს და ჩვენი ქვეყნის მასპინძლობა მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე, საერთაშორისო მასშტაბით დასამახსოვრებელ მოვლენად იქცეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი მდიდარი კულტურის, ბუნებისა და ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზიარებას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მრავალი საინტერესო თანამშრომლობის გაღრმავებას. მჯერა, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს ჩვენს სტუმარმასპინძლობას. სწორედ ამ კონცეფციით მომზადდა ახალი ვიდეორგოლი სახელწოდებით - სტუმარი. ამ ვიდეო- რგოლს რა თქმა უნდა, ITB Berlin-პლატფორმაზეც გამოვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად ბევრი სტუმრის მასპინძლები ვიქნებით ჩვენს უნიკალურ ქვეყანაში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ITB Berlin - ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბარიერებთან მისცემს და მიზნობრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედია დაფარვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას გააცნოს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენის მსვლელობისას საქართველოს ექნება მთავარ პავილიონში 705 კვ.მ. ფართობის სტენდი, რაც ქვეყანას უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ტურისტული კომპანიის წარდგენის შესაძლებლობას მისცემს. მან მოუწოდა სექტორს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი და ქვეყანამ სრულად მიიღოს ის სარგებელი, რასაც ITB Berlin - ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი იძლევა.

პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის შესახებ ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს