თბილისის საკრებულოში საქართველოს სამბოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში კამპანიის „წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფედერაციის ხელმძღვანელი პირების მიღება გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოს წევრმა, საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა უმასპინძლეს.

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ 3 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა. მთავარი ტიტულის მფლობელი ქალთა გუნდის წევრი ელენე ქებაძე გახდა, რომელიც ოქროს მედალს დაეუფლა. ვაჟებში კი, დავით ლორიაშვილმა ვერცხლის, ხოლო პაატა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს სპორტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

აღნიშნული ღონისძიება კამპანიური ხასიათისაა და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა
კახა ოქრიაშვილი - დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
დასავლეთ საქართველოს ორი მარგალიტი - ქუთაისი და ბათუმი