გოგი წულაია - საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ - ვფიქრობ საფრანგეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში იმყოფება და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.

„ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას, ნამდვილად, არ ვაპირებ, მითუმეტეს, პროკურატურას სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს და ჩინჩალაძე-მურუსიძე სააპელაციოში არიან ჩასაფრებულები. ვფიქრობ, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას და ალბათ, 90%-ით გავაკეთებ", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გოგი წულაია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, თუმცა, დამნაშავედ ცნეს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მისი ადვოკატის ვალერი გელბახიანის განმარტებით, ვინაიდან მას ოთხი თვე უკვე მოხდილი აქვს საპატიმროში, დარჩენილი აქვს ორი თვე.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გოგი წულაიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ის ნაწილობრივ გამართლდა, არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!