გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ანტალიაში, სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნის პროგნოზირების სისტემის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომას დაესწრნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანტალიაში, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, შავი ზღვისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნის პროგნოზირების სისტემის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნის პროგნოზირების სისტემის განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობას. ეს კი ხელს შეუწყობს შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება-შერბილებას.

კომიტეტის სხდომაზე შეფასდა შავი ზღვისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების წყალმოვარდნის პროგნოზირების სისტემის მიერ მიღებული მონაცემები. ასევე, განხილულ იქნა რეგიონში წყალმოვარდნების პროგნოზირების სისტემის ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზები, შემუშავდა განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები.

სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნის პროგნოზირების საორგანიზაციო სხდომას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, ლიბანის, პალესტინისა და საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური და საგანგებო სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული სამსახურების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს