მეუფე ნიკოლოზი - მიხეილ სააკაშვილი ყოველ მისვლაზე უფრო გამხდარი და დაუძლურებული მხვდება, ბოლოს საწოლიდან ვეღარ ადგა - უნდა წავიდეს უცხოეთში სამკურნალოდ

რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება - ნამდვილად უნდა წავიდეს უცხოეთში სამკურნალოდ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ყოველი მონახულებისას სააკაშვილი უფრო დაუძლურებული ხვდება.

„არ მაქვს არანაირი პოლიტიკური განათლება და ვერიდები ამგვარ განცხადებებს, თუმცა მაინც გამომდის. ერთი რამ ნამდვილად ვიცი - რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მისი ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, სულ უფრო ცუდად არის, ყოველ მისვლაზე უფრო გამხდარი მხვდება, უფრო დაუძლურებული. ბოლო რამდენიმე მისვლაზე უკვე საწოლიდან ვეღარ ადგა. იწვა, როცა შევედი - ადრე ასე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ არ არის შეურაცხყოფა, არავინ მიიღოს ეს, როგორც ღირსების შელახვა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად განვითარებული. შესაბამისად, სამედიცინო სფერო არ არის ისე განვითარებული, როგორც განვითარებულ ქვეყნებში. ვფიქრობ, ის რომ გარეთ იყოს, სამკურნალოდ აუცილებლად წავიდოდა უცხოეთში, ისე როგორც ყველა სხვა ადამიანი. ჩვენს ქვეყანაში ყველა ტიპის რეაბილიტაცია და მკურნალობა ვერ ხერხდება. ვიცი უამრავი ადამიანი, რომელიც უცხოეთში მიდის და მკურნალობს. ნამდვილად უნდა წავიდეს უცხოეთში სამკურნალოდ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში