ანონსი  24 ნოემბერი

24 ნოემბერს, 09:00 საათზე, ევროპის საბჭო და ევროკავშირი გამართავენ კონფერენციას თემაზე - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩო. მიმდინარე რეფორმა და საკითხები შემდგომი გაუმჯობესებისთვის".

მის: სასტუმრო "პულმან თბილისი" (ჭავჭავაძის გამზირი 37)

24 ნოემბერს, 10:30 საათზე, სავაჭრო პალატის ორგანიზებით, გერმანელი ექსპერტები ქართულ კომპანიების ინსტრუქტორებს შეხვდებიან და გერმანულ კომპანიებში მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების გერმანულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიებას გახსნის საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი.

მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი"

საკონტაქტო- 599 390 182

24 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარება: მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის საკითხი - რას შეცვლის დაგეგმილი რეგულაცია, გაიაფდება თუ არა მედიკამენტები.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 ნოემბერს, 13:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების პრესკონფერენცია.

24 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გერმანიის ადვოკატთა ფედერალურ პალატასთან (BRAK) ერთად საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც წარმოდგენილი იქნება ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი.

მის:ჭავჭავაძის გამზირი 37 (სასტუმრო „პულმანი“).

საკონტაქტო: 555 45 10 01

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია