რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კახის რაიონში საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის კახის რაიონში საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, მონაზვნები და მგალობლები, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს - ისტორიული ჰერეთის ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავს ეწვივნენ და დაესწრნენ პარაკლისს, რომელიც ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) გადაიხადა.

რელიგიის სააგენტოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ: სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ავთანდილ კვერნაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ასათიანი, ანალიტიკოსი გიორგი პატაშური, ფინანსური მენეჯერი ლელა ჭიპაშვილი, საქმის წარმოების მენეჯერი მარინე მაზმიშვილი, სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს