პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ „სვანეთის დღეების“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ამაყობს, რომ ხედავს საქართველოს რეგიონების განვითარებას.

„საქართველო არა მხოლოდ თბილისი - დედაქალაქია, არამედ მისი ულამაზესი რეგიონებიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ განვითარებას სხვადასხვა პროექტებით, განსაკუთრებით სოფლად და სხვადასხვა თემში და ნამდვილად ვამაყობთ, რომ ვხედავთ საქართველოს რეგიონების განვითარებას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ასევე რეგიონების ჩვენთან, ევროკავშირთან კავშირს, სხვადასხვა პროექტის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ინფორმაციისთვის, ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სვანეთის ისტორიის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული მასალა - ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის გამოფენა დაათვალიერებინა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება