„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

24 ნოემბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოები 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 25 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, დოლიძის, ჩიქოვანის, კოსტავას, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ონიაშვილის, ლვოვის, გელოვანის, სხირტლაძის, ზემო ვეძისის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ფარსადანის, აღმაშენებლის ხეივანს, დიღმის წყლის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებს.

მთწმინდა-კრწანისის რაიონში - ზალდასტანაშვილის, ბოცვაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, ბაქრაძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, კოსტავას I-II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბაშალეიშვილის, გრიბოედოვის, რუსთაველის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ყიფიანის, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, ტაბიძის, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანას დასახლებას.

პუშკინის, კოტე აფხაზის ქუჩის ნაწილს, იერუსალიმის, ბეთლემის, სამღებროს, ღვინის აღმართის, ორთაჭალის ქუჩის I-V ჩიხებს, აბო თბილელის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, დისევის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს