ოთარ შამუგია უნგრეთის ელჩს შეხვდა

ოთარ შამუგია უნგრეთის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აგროტურიზმის განვითარების, ღვინის ექსპორტის ზრდის, სათესლე მასალის წარმოების, აგრარული პროდუქციის წარმოებისა და მესაქონლეობის სექტორის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

„ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, უნგრეთის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფერმერების დახმარება მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ანა მარია შიკომ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან, როგორც საიმედო პარტნიორ ქვეყანასთან სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

როგორც უნგრეთის ელჩმა აღნიშნა, მოხარული იქნება თუ უნგრეთში მეტ ქართულ, ხოლო საქართველოში მეტ უნგრულ პროდუქტს იხილავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს