500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს

არომა მარკეტინგ კომპანია „არომაკო“ 2-წლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს. კომპანია პანდემიის პერიოდში დაფუძნდა და მიუხედავად შეზღუდვებისა და პროდუქციაზე არსებული დაბალი მოთხოვნისა, რეგულაციების მოხსნიდან დღემდე 200%-ით გაიზარდა.

როგორც „არომაკოს“ გენერალური დირექტორი, ნინო რობაქიძე განმარტავს, კომპანიას დღეს 500-მდე პარტნიორი ჰყავს ბიზნეს სექტორის ყველა მიმართულებით. რომელთა შორის არის სასტუმროები, აფთიაქები, სამედიცინო დაწესებულებები, სასურსათო, ტანსაცმლის თუ ტექნიკის მაღაზიები და სხვა.

კომპანია თავის სფეროში საქართველოს ბაზრის ლიდერია და 2023 წლისთვის პორტფელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. „არომაკოს“ გენერალური დირექტორის ნინო რობაქიძის განცხადებით, მომავალი წლისთვის კომპანია 100%-იან ზრდას ელოდება, რისი მიზეზიც არომა მარკეტინგის მიმართ მომატებული ინტერესია.

„ჩვენთან თანამშრომლობს თითქმის ყველა მსხვილი კომპანია საქართველოში, იქნება ეს „ევექსის“ კლინიკების ქსელი, გაგუასა და თოდუას კლინიკები, პსპ, „აქსის თაუერსი“ თუ „თაიმის“ მაღაზიათა ქსელი, გარდა ამისა: „ატრიო“, „არმანი“ „გალერია თბილისი“, საჯარო რეესტრი, „ტერმინალი“, ფიტნეს ცენტრი „ვორლდქლასი“, „თეგეტა მოტორსი“, „ამბოლი“, „კრედო ბანკი“, სასტუმრო „შერატონი“, „ლოპოტა სპა & რეზორტი“, სასტუმრო „პარაგრაფი“, „ალიანსი“, „კრწანისი ვილა რეზიდენსი“, „ანაგი“, „ბეთლაივი“, „კაზინო ივერია“, „პური გულიანი“ და სხვა. ყველა მათგანისთვის სურნელი ინდივიდუალურად გვაქვს შერჩეული, რომელზეც მუდმივად ზრუნავს პროექტის მენეჯერი,“ - განმარტა ნინო რობაქიძემ.

არომა მარკეტინგი უკვე ათეული წლებია, განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება. „არომაკოს“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მომხმარებლის განწყობასა და ემოციებზე ზეგავლენის მოსახდენად მარკეტინგის ამ ფორმას საქართველოში თავდაპირველად სასტუმროებმა მიმართეს, მოგვიანებით კი კვებისა და სავაჭრო ობიექტებმა დაიწყეს თავიანთი ბიზნესისთვის შესაბამისი სურნელის გამოყენება.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს საკვები, ადგილები, პიროვნებები, მოვლენები ყნოსვით უფრო ამახსოვრდებათ, ვიდრე თვალით და არომა მარკეტინგმაც პოპულარობა სწორედ ასე მოიპოვა. დადასტურებულია, რომ სურნელის დახმარებით გაყიდვები 13-15%-ით იზრდება.

„სპეციალურად საქმიანობის სფეროს მიხედვით შექმნილი სურნელი მომხმარებელში სხვადასხვაგვარ განცდას აღძრავს. მაგალითად, სანაყინე ობიექტთან ჩავლისას შეიძლება მიიზიდოს ვანილის ტკბილმა და მადისაღმძვრელმა სურნელმა, რის გამოც მისი ხშირი მომხმარებელი გახდეს. იგივე შეიძლება ითქვას საკონდიტროზე, საიდანაც ჩვენი არომატების დახმარებით, კრუასანის, დარიჩინისა და ყავის სურნელსაც იგრძნობთ,“ - განმარტა „არომაკოს“ გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება პროდუქციას, რომელსაც „არომაკო“ იყენებს, ყველა არომატი არის უმაღლესი ხარისხის ნატურალური ნედლეულით დამზადებული და ლაბორატორიულად შემოწმებული. შესაბამისად, ყველა ტიპის სურნელი ჰიპოალერგიულია და სამშობიარო სახლებისთვისაც კი გამოიყენება. ნინო რობაქიძის ინფორმაციით, კომპანია ნედლეულის იმპორტს ისრაელიდან ახორციელებს, სადაც მის პარტნიორს არომა მარკეტინგში უკვე 19-წლიანი გამოცდილება აქვს.

წელს, „არომაკო“ წინასაახალწლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. კერძოდ, “ისთ ფოინთში”, “სითი მოლსა” და “ბათუმი მოლში” წარმოდგენილ სტენდებზე მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს სხვადასხვა არომატის სანთელი, რომლებიც განსხვავებული მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი: საახალწლო განწყობის ასამაღლებლად, განტვირთვისთვის, სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად და სხვა. შესაბამისი ნოტების შერჩევაში მათ „არომაკოს“ წარმომადგენელი დაეხმარებათ.

(R)

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს