ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი დატოვა, რითაც ის სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი დატოვა, რითაც ის სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სურს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სალომე ზურაბიშვილს დეტალური ინფორმაცია გააცნოს.

„საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მივმართეთ და ვთხოვთ, რომ მიმიღოს აუდიენციაზე. ეს მოხდეს სასწრაფოდ, რადგან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ნებისმიერ წუთს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა. მე ვითხოვ, რომ შევხვდე, გავაცნო საქმის მასალები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, საექსპერტო დასკვნა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განმარტებით, ის სალომე ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით არ მიმართავს.

„შეწყალებაზე არ მივმართავთ, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ვნახოთ, შევხვდებით, ვთხოვთ სასჯელის გადავადებას. წესით, ამ საქმეს უნდა იხილავდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ეს, რა თქმა უნდა, პრეცედენტია ქართულ მართლმსაჯულებაში - ჯერ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუმცა, მას როგორც თანამდებობის პირს, უფლება აქვს მისი ნებისმიერი საქმე მოითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს