მარიამ ჯიშკარიანი - დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები პრეზიდენტის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს - მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას

დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს - მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას, - ამის შესახებ ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ორბელიანების სასახლეში შეხვედრა 17:30 საათზე გაიმართება.

„ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს”,-აღნიშნულია მარიამ ჯიშკარიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს