ნიკოლოზ კახეთელიძე - თბილისის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და „მზიურის“ ტერიტორია 18 000 კვადრატული მეტრით გაზარდა

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ნიკოლოზ კახეთელიძის განცხადებით, ბავშვთა ქალაქ „მზიურისთვის“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ თბილისის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მესაკუთრეს, ადგილმონაცვლეობის გზით, 18000 კვადრატული მეტრი ჩაუნაცვლა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მსგავსი ადგილმონაცვლეობების შესახებ სხვადასხვა არეალებზეც მიმდინარეობს, რის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„თბილისის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით 18000 კვადრატული მეტრით გაზარდა "მზიურის" ტერიტორია და ქალაქის ცენტრს შემატა მნიშვნელოვანი სარეკრეაციო არეალი. იქ, სადაც უნდა აშენებულიყო შენობა, ახლა მოეწყობა პარკი და ეს ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე ღონისძიებები მიმდინარეობს სხვა მიმართულებითაც, რის შესახებაც მომავალში გახდება ცნობილი. ამ და სხვა არეალების კეთილმოწყობა და განვითარება მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა