„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

24 ნოემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს - წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახლით იცვლება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად ოთხ სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს - ვაშლიჯვრის რეზერვუარზე, გელოვანის N6-ის მიმდებარედ და მზიურის ტერიტორიაზე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე ძველი ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდულები ახლით იცვლება. ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის II შესახვევის N14-ის მიმდებარედ მაგისტრალურ ქსელზე ტარდება ტექნიკური სამუშაოები.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, დოლიძის, ჩიქოვანის, კოსტავას, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ონიაშვილის, ლვოვის, გელოვანის, სხირტლაძის, ზემო ვეძისის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ფარსადანის, აღმაშენებლის ხეივანს, დიღმის წყლის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - ზალდასტანიშვილის, ბოცვაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, ბაქრაძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, კოსტავას I-II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბაშალეიშვილის, გრიბოედოვის, რუსთაველის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ყიფიანის, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, ტაბიძის, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანას დასახლებას.

პუშკინის, კოტე აფხაზის ქუჩის ნაწილს, იერუსალიმის, ბეთლემის, სამღებროს, ღვინის აღმართის, ორთაჭალის ქუჩის I-V ჩიხებს, აბო თბილელის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, დისევის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს