გიორგი ტყემალაძე - მზიურის პარკი ფართოვდება და 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია თბილისელებს უბრუნდება

მზიურის პარკი ფართოვდება, 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადადის და თბილისელებს უბრუნდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა თბილისელებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივულოცო. მზიური ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი და მნიშვნელოვანი პარკია, რომლითაც ყველა თაობის ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს. ეს არის თბილისის მერის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ხვალ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ოფიციალურად დავადასტურებთ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, მზიურის პარკი ერთ-ერთი თვალსაჩინო და განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის დასასვენებელი სივრცე გახდა. ადგილმონაცვლეობის შემდეგ კი, როდესაც ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება, შემოერთებულ სივრცეში ახალი პროექტი განხორციელდება, რაც აღნიშნულ ტერიტორიას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა