კახა კალაძე ვაკის პარკის შადრევნის პროექტზე - ყველა ცვლილება პროექტანტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო - არასწორია ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დაუმალა

ყველა ცვლილება, რა თქმა უნდა, პროექტანტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო - არასწორია ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ვიღაცასრაღაც დაუმალა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ინფორმაციაზე, რომ „ვაკის პარკის შადრევნის თავდაპირველი პროექტი შეიცვალა და “გრინსერვისმა” მერია შეცდომაში შეიყვანა”.

ამასთან, კალაძის თქმით, დამპროექტებელი სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობას უწევდა.

“ყველა ცვლილება, რა თქმა უნდა, პროექტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო. გარდა ამისა პროექტანტი ზედამხედველობას უწევდა სამუშაოს. ამის მტკიცებულებები არსებობს, შესაბამისად, არასწორია ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დაუმალა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია კონკრეტული პროექტის მიხედვით განხორციელდა, რომელიც დამტკიცებული იყო და დაექსპერტებილი იყო და პროექტიდან გადახვევა არ ყოფილა”.

„ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით”,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა