კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მიმართულებით მაგისტრალზე ელექტროდამტენების განთავსების შესახებ პროექტი განხორციელდება, რაც „ძალიან მნიშვნელოვანია“

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მიმართულებით მაგისტრალზე ელექტროდამტენების განთავსების შესახებ დაგეგმილი პროექტი განხორციელდება, რაც „ძალიან მნიშვნელოვანია“.

ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელექტროდამტენების განთავსება თბილისში უკვე დაწყებულია და დედაქალაქში ამ დროისთვის 60-მდე ასეთი დამტენია დაყენებული.

„ელექტროდამტენების პროექტი იქნება განხორციელებული. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. თბილისში 60-მდე ელექტროდამტენი უკვე დაყენებულია, სადაც ელექტრომობილების დატენა უფასოა, რათა წავახალისოთ ქვეყანაში ელექტომობილების ქონა. პრობლემაა და ისმებოდა კითხვა იმის შესახებ, რომ თუ გვინდა, მაგალითად, დასავლეთის მიმართულებით წასვლა, მაშინ რას ვაკეთებთ. შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა