მარიამ ქვრივიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 117-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

პანდემიის შემდეგ, საქართველომ შეძლო 100% აღედგინა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ეს გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ 2022 წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლები 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამ მაჩვენებლებს პირდაპირი ზეგავლენა აქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 117-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებაზე, რომელიც მაროკოს სამეფოში იმართება, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკვანძო საკითხები და ყველაზე აქტუალური თემები განიხილება. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პლატფორმაა, საქართველო საბჭოს წევრია 2021-2025 წლებში.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ პროგრესზე სასაუბროდ, რომელსაც წევრმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში მიაღწიეს. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს და ემსახურება საერთო მიზნების ეფექტიან განხორციელებას. მისი თქმით, ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილისა და ორგანიზაციის გუნდის უწყვეტმა მხარდაჭერამ, ახალმა ინიციატივებმა და პროგრამებმა უშუალო ზეგავლენა იქონიეს ტურიზმის აღდგენაზე საერთაშორისო მასშტაბით.

„მსურს, გამოვეხმაურო გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას და დავადასტურო საქართველოს მზაობა, ჩაერთოს ტურიზმის სფეროში აქტიური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის კუთხით ერთობლივ აქტივობებში. მტკიცედ გვჯერა, რომ შესაბამისი განათლებაა ის ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს სექტორის მდგრად განვითარებას და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება