მარიამ ჯიშკარიანი - პრეზიდენტის მრჩეველს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მრჩეველთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით იმყოფებოდა. მისი თქმით, მათ აინტერესებდათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია და ექსპერტების მოსაზრება.

„შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის მრჩეველთან და ადმინისტრაციის წარმომადგენელთან. ისინი დაინტერესებულები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ თემასთან დაკავშირებით მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია. ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მოსალოდნელია კიდევ უფრო დამძიმება. გავუზიარეთ ექსპერტების, მათ შორის, ამერიკელი ექსპერტის შეხედულება. ყველა ექსპერტს მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე საჭიროა მისი ქვეყნიდან სასწრაფოდ გაყვანა ჰუმანიტარული მისიით, ევროპულ ან ამერიკულ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მოხდება სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომში მკურნალობა და რეაბილიტაცია.

ჩემი მხრიდან აღნიშნული იყო, რომ არანაირი პროგრესი არ შეინიშნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიმართულებით მკურნალობა და დიაგნოსტიკა მოხდა, ეს არ არის საკმარისი. ასევე აღვნიშნე, რომ 1 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა პენიტენციურ სისტემაში და მის დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორი მართვა“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს