აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ „ევროკავშირი ხდება საქართველოს მიერ აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის თანამონაწილე“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის მიერ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ყირიმსა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. ახალ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდეს. მათი განცხადებით, ეს მიმართულია აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ,

„ევროკავშირი ხდება საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის უკანონო და არაადამიანური პოლიტიკის პირდაპირი თანამონაწილე“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა გადაწყვეტილება 531 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, 34-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს