კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქალაქ ვენაში, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურ დირექტორს, ნატალი ჰარდსდორფს შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და ავსტრიაში, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებულ შედეგები და არსებული გამოწვევები. შეთანხმდნენ, სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიან მიდგომებზე.

„მონაწილეები, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნენ - კვლევის მეთოდოლოგიას, ადგილზე შემოწმების პროცედურებს, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ქეისებს, დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრების მეთოდებს, პროგრამა leniency-ის მნიშვნელობას და თანამშრომლობის ფორმატებს.

ავსტრიის სასამართლოს შენობაში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ავსტრიის კონკურენციის სასამართლოს პრეზიდენტს, სონია კიოლერ-ტაიერს და ამავე სასამართლოს პროკურორს, ჰეინც ლუდვიგ მეიერს შეხვდნენ. ოფიციალური შეხვედრის ფორმატში, მხარეებმა - ავსტრიაში კონკურენციის საკითხების განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებები, პროცესის მიმდინარეობის სპეციფიკა, აღნიშნულ პროცესში კონკურენციის ორგანოსა და პროკურორის როლის თავისებურებებზე იმსჯელეს.

სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING“-ის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ავსტრიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქალაქ ვენაში, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურ დირექტორს, ნატალი ჰარდსდორფს შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და ავსტრიაში, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებულ შედეგები და არსებული გამოწვევები. შეთანხმდნენ, სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიან მიდგომებზე.

„მონაწილეები, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნენ - კვლევის მეთოდოლოგიას, ადგილზე შემოწმების პროცედურებს, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ქეისებს, დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრების მეთოდებს, პროგრამა leniency-ის მნიშვნელობას და თანამშრომლობის ფორმატებს.

ავსტრიის სასამართლოს შენობაში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ავსტრიის კონკურენციის სასამართლოს პრეზიდენტს, სონია კიოლერ-ტაიერს და ამავე სასამართლოს პროკურორს, ჰეინც ლუდვიგ მეიერს შეხვდნენ. ოფიციალური შეხვედრის ფორმატში, მხარეებმა - ავსტრიაში კონკურენციის საკითხების განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებები, პროცესის მიმდინარეობის სპეციფიკა, აღნიშნულ პროცესში კონკურენციის ორგანოსა და პროკურორის როლის თავისებურებებზე იმსჯელეს.

სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING“-ის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო