გერმანელი ექსპერტების ჩართულობით, ქართული საწარმოების ინსტრუქტორების გადამზადების პროგრამა იწყება

საქართველოს სავაჭრო პალატა შტუტგარტის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ქართული საწარმოების ინსტრუქტორების გადამზადებას და მათთვის გერმანული გამოცდილების გაზიარებას იწყებს.

სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება გახსნეს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა.

„აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგ კურსებს ინსტრუქტორებისთვის, რომლებიც ქართულ საწარმოებში პროფესიული სწავლების პროცესს წარმართავენ.

სასწავლო კურსებს გერმანელი ექსპერტები ქართული კომპანიებისთვის 12-დან 17 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს