კლიმატის ახალი პოლიტიკის პირობებში კერძო სექტორის შესაძლებლობები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკური დოკუმენტების - ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2021-2030 წლის სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის და გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში მნიშვნელოვანი ადგილი კერძო სექტორის ჩართულობას უჭირავს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი ესწრებოდნენ.

„კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია ყველა სექტორის ჩართულობა. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხში კერძო სექტორის როლი მაქსიმალურად გაზარდოს”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, EU4Climate პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა