ზურაბ ბატიაშვილი რუსეთის ტერორისტულ ქვეყნად აღიარებაზე - „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს იქით ადებს ვალს - ეს აჩვენებს, რამდენად არ უნდა იყო მოწყვეტილი მსოფლიოში მოვლენებს და ელემენტარულად, საერთაშორისო ურთიერთობების ანი და ბანი უნდა იცოდე

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არ უნდა იყო მოწყვეტილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ელემენტარულად, საერთაშორისო ურთიერთობების ანი და ბანი უნდა იცოდე, - ასე ეხმიანება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების თაობაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას.

როგორც ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ევროპარლამენტს იქით „დებენ ვალს“ და ცუდად ჩანს, როცა საქართველო ამ პროცესებიდან განზე დგას და არ უერთდება ცივილიზებულ მსოფლიოს.

„როცა მსოფლიოს დიდი პრობლემა ექმნება, ცივილიზებული მსოფლიო სადაც დგას, მის გვერდით უნდა იდგე, ეს არამხოლოდ ადამიანური საჭიროებაა, რომ ცივილიზებულ ადამიანებთან იდგე, არამედ პრაგმატული საჭიროებაც არის, რადგან ხვალ- ზეგ მეორადი სანქციები რეალური გახდება და თუ შენ ჩვეულებრივ გააგრძელე მასთან ბიზნესი, რომ მოდი, ახლა ღვინო გავყიდო და იქიდან ნავთობი შემოვიტანო, ეს აღარ იქნება, ამას ყველაფერს მოჰყვება თავის შედეგი, მეორადი სანქციების დაწესება გახდება უფრო მარტივი,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, მისივე თქმით, „რუსეთი ამ ფორმით ვერ შენარჩუნდება“.

„როგორ წარმოგიდგენიათ, ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფო შენარჩუნდეს, ათწლეულების განმავლობაში კომპენსაციის გადახდა მოუწევს რუსების ბევრ თაობას, რასაც იშოვიან უნდა გადაიხადონ უკრაინისთვის,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისათვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის ქმედებებისთვის სამართლებრივი სახელის დარქმევისთვის, საერთაშორისო სასამართლოში ბევრად ადრე იბრძოლა, ვიდრე ევროპარლამენტი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ რეზოლუციას მიიღებდა. მისივე თქმით, ევროპარლამენტს რეზოლუცია თავის დროზე რომ მიეღო, როცა საქართველოში განხორციელდა ოკუპაცია, დღეს დასავლეთი ამ პრობლემის მოგვარების გზაზე ბევრად წინ იქნებოდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის რეჟიმს თავის სახელი ევროსასამართლოში დაარქვა და იქ არის უმძიმესი შეფასებები. ოკუპაცია ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები გრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე და კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც ევროპარლამენტმა ამაზე რეაგირება გააკეთა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა