ზურაბ ჩიკვილაძე - ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიმართულებით არც ერთი პროგრამა არ მცირდება და 2023 წლის მზარდი ბიუჯეტით უწყვეტად გრძელდება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უარყო ინფორმაცია თითქოს წარმოდგენილ ბიუჯეტში ჯანმრთელობისა დაცვის და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით კლებაა დაფიქსირებული.

„მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო და თითოეულ ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ, რომ კლება ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არ არის. განვმარტავ, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფები რომელიც გარკვეულ ჯგუფებს დედაქალაქში მოძრავ სხვა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე აქვთ და სოციალურ მუხლში იყო, ახლა, სპეციალურ სატრანსპორტო მუხლში გადავიდა, რომელსაც სუბსიდირების მუხლი ჰქვია“,- განმარტა ზურაბ ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ ამ მუხლის სუბსიდირების მთლიანი ნაწილი 2023 წლის ბიუჯეტში 276 მლნ ლარს შეადგენს.

საკრებულოს წევრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი პროგრამა და ქვეპროგრამა რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს არ მცირდება და 2023 წლის მზარდი ბიუჯეტით უწყვეტად გრძელდება.

„წარმოდგენილ ბიუჯეტში ვზრდით ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მოქმედ პროგრამებსაც. სულ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია, ხორციელდება და გრძელდება 34 პროგრამის (ქვეპროგრამის) დაფინანსება. ყველა წინა ხელისუფლების დროს ამის მესამედი პროგრამებიც კი არ მოქმედებდა“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამაზე გაამახვილა.

მისი ინფორმაციით, ყველამ კარგად იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტრანსპლანტაციის თემა და ამ პროგრამის დაფინანსებაც უმნიშვნელოვანესია.

„ვერც ერთი ოჯახი საქართველოს სინამდვილეში ვერ სწევდა ამ საოპერაციო თანხებს. დღეს კი მაგალითად ძვლის ტვინის ოპერაცია დაახლოებით 250 ათას ლარამდე ფინანსდება. უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული პროგრამის მოქმედებაც. მომდევნო წლის ბიუჯეტით გაიზარდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის დაფინანსება 2015 წლის შემდეგ 15 ჯერ არის გაზრდილი. წელსაც ზრდა 1 514 600 ლარით ხდება და შეადგენს 7 383 000 ლარს. ეს კი ნიშნავს, რომ 2023 წლის იანვრიდან კიდევ 354 ბავშვს დაუფინანსდება თერაპიული კურსი და სულ ამ პროგრამით 1729 ბავშვი ისარგებლებს. მომავალი წლის ბიუჯეტით, ასევე ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება -1 600 000 ათასი ლარით იზრდება“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოს სხდომაზე.

დასასრულს საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ გარდა პროგრამებისა ასევე მოქმედებს ერთჯერადი ფინანსური დახმარებები, რასაც მიზნობრივ დახმარებები ეწოდება, მედიკამენტების, გამოკვლევების დაფინანსება.

“კიდევ ბევრი პროგრამაა, რომელთა მოქმედებითაც უზრუნველყოფილი არიან ჩვენი მოქალაქეები, მრავალშვილიანი ოჯახები, ვეტერანები, იძულებით გადაადგილებული პირები - ყველას თავისი პროგრამა აქვს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება