მარიამ ზაქარიაშვილი - ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით ადამიანის უფლების დარღვევის ყველაზე მძიმე ფორმაა

ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით ადამიანის უფლების დარღვევის ყველაზე მძიმე ფორმაა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა მარიამ ზაქარიაშვილმა განაცხადა.

„25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით ადამიანის უფლების დარღვევის ყველაზე მძიმე ფორმაა, რომელიც ქალების სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსების, პირადი ცხოვრებისა და სხვა არსებითი პირობების უფლების ხელყოფას განაპირობებს. ასევე, ცხოვრებისა და საბაზისო განვითარების შესაძლებლობებს ართმევს“, - განაცხადა მარიამ ზაქარიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში მედია დიდწილად ძალადობის ამბავს ეთიკის ნორმის დარღვევით წარმოაჩენს. როგორც ზაქარიაშვილი აცხადებს, დიდ წილად არაკორექტული კითხვები შესაძლებელია ძალადობის მაპროვოცირებელი გახდეს.

„ნებისმიერი სახის ძალადობა, ძალადობაა. ეს იქნება ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური თუ უბრალოდ იძულება. სახელმწიფო გვიცავს ძალადობისგან, შესაბამისად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, ანონიმურობა დაცულია“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა