26 ნოემბერს ჰოლოდომორის გენოციდის 90-ე წლისთავი აღინიშნება

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საქართველოში უკრაინის და პოლონეთის საელჩოები, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, 26 ნოემბერს, 14:00 საათზე, მწერალთა სახლში ჰოლოდომორის შესახებ კლიპის პრეზენტაციას და პანელურ დისკუსიას - ჰოლოდომორი და საბჭოთა ისტორია როგორც თანამედროვე რუსული საინფორმაციო ომის იარაღი, გამართავენ.

ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურ ფორმატში მიმართავს ჟურნალისტი და ისტორიკოსი ენ ეპლბაუმი, „წითელი შიმშილის,“ „რკინის ფარდის“ და „გულაგის“ ავტორი (2004 წლის პულიცერის პრემია)

უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიაში, რომელსაც მოდერაციას BBC-ის კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში რეიჰან დიმიტრიე გაუწევს მონაწილეობას მიიღებენ: ვოლოდიმირ ვიატროვიჩი, უკრაინის პარლამენტის წევრი და ისტორიკოსი, უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი - ჰოლოდომორის უარყოფა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში (ონლაინ ფორმატში); ირაკლი ხვადაგიანი, სოვლაბის ბორდის თავმჯდომარე - კოლექტივიზაციის და ჰოლოდომორის ხსოვნა 21-ე საუკუნეში: საქართველოს პერსპექტივა; გიორგი კანდელაკი - პროექტის მენეჯერი, სოვლაბი: საბჭოთა ისტორიით მანიპულაცია როგორც რუსული საინფორმაციო ომის ნაკლებად ხილული იარაღი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა