მამუკა ხაზარაძე - ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ აბსურდის თეატრს დავამთავრებთ და დავამთავრებთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო სისტემის სრული კრახით

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მასსა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დავას „აბსურდის თეატრს“ უწოდებს, რომელზეც მისივე თქმით, არანაირი მომჩივანი და დაზარალებული არ არსებობს და არც დანაშაული იკვეთება. აღნიშნულის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხმამაღლა და ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური საქმე ჩემსა და ბადრის წინააღმდეგ. პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ არ არსებობს არანაირი დანაშაული, დაზარალებული და მომჩივანი. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ აბსურდის თეატრს დავამთავრებთ და დავამთავრებთ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო სისტემის სრული კრახით და ამის ლუსტრაციას გავაკეთებთ. ასე რომ, ძალიან წყნარად მივყვებით ამ პროცესს. დიდი მადლობა მედიას, რომელიც სულ აშუქებდა ამ პროცესს. თქვენთან ერთად ვნახავთ იმ შედეგს, რომ ეს საქმე შეიძლება გახდეს საეტაპო საქმე, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, როგორი „კლანი“ და სასამართლო გვაქვს ქვეყანაში. ამას ჩვენ აუცილებლად შევცვლით და ქვეყანაში მართლა შეიქმნება ნამდვილი სამართლიანი სასამართლო“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა