ანა კაკაბაძე - გენდერული საბჭოს ფარგლებში, ჩვენც ვუერთდებით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას

დედაქალაქის საკრებულოს წევრი ანა კაკაბაძე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას ეხმაურება.

როგორც კაკაბაძე აცხადებს, ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიო გამოწვევაა

„ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიო გამოწვევაა და ბუნებრივია, გენდერული საბჭოს ფარგლებში, ჩვენც ვუერთდებით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას.

აქ გაჟღერდა, რომ ნარინჯისფერი სამაჯურები ვერ დაუბრუნებენ სიცოცხლეს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. მათ სიცოცხლეს ვერაფერი და ვერავინ დაუბრუნებს, მაგრამ შეგვიძლია სტიმული მივცეთ და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად გვერდში დავუდგეთ.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს არ აქვს საზოგადოების დაცვის ბერკეტები, უფრო ამძაფრებს პრობლემას და დაუცველობის შეგრძნებას. ამიტომ, როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე მედიას, ვთხოვ, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ და საზოგადოებას, საჭიროების შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკონსულტაციო მომსახურების ცხელ ხაზზე -116 006 დარეკვისკენ მოუწოდა.

„ზარი უფასო და ანონიმურია, ძალადობის შემთხვევის დროს აუცილებელია აღნიშნულ ნომერზე დარეკვა“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა