ნანა ტოხვაძე - ჩვენს ქვეყანაში გახშირებული ფემიციდის და სხვადასხვა ძალადობის ფაქტები, რომლებიც ქალთა მიმართ ხორციელდება, საგანგაშოა

„სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს და ემიჯნება ძალადობის ყველა ფორმას! ჩვენს ქვეყანაში გახშირებული ფემიციდის და სხვადასხვა ძალადობის ფაქტები, რომლებიც ქალთა მიმართ ხორციელდება, საგანგაშოა! - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ნანა ტოხვაძე აცხადებს.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, „სტრატეგია აღმაშენებელი" უერთდება 25 ნოემბერს დაანონსებულ მარშს, რომელიც ქალთა უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა დააანონსეს და მოუწოდებს მოსახლეობას, ერთად დადგნენ ამ ურთულესი პრობლემის წინაშე, სოლიდარობა გამოუცხადონ ქალებს და დაგმონ ყოველგვარი ძალადობა.

„სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს და ემიჯნება ძალადობის ყველა ფორმას! ჩვენს ქვეყანაში გახშირებული ფემიციდის და სხვადასხვა ძალადობის ფაქტები, რომლებიც ხორციელდება ქალთა მიმართ საგანგაშოა! რაც მიუთითებს პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციების არაეფექტურ მუშაობაზე, რომელიც დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია, როგორც საკანონმდებლო ისე აღსრულების დონეზე. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ყველა კუთხით სამუშაოებში, რომლებიც პირდაპირ მიმართული იქნება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საზოგადოების როლი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რაც უზრუნველყოფს ქალების უსაფრთხოებას და ძალადობის ფაქტების მინიმუმამდე დაყვანას”,- აცხადებს ტოხვაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს