კახა ლაბუჩიძე - კახა კალაძის მერობის პერიოდში, 20 ახალი ბაღი აშენდა

კახა კალაძის მერობის პერიოდში, 20 ახალი ბაღი აშენდა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს სხდომაზე განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბიუჯეტში ასიგნების ზრდასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ლაბუჩიძემ აღნიშნა, განათლებისა და კულტურის მიმართულებით 2023 წლის ბიუჯეტში მუნიციპალური ობიექტების, სერვისის თუ პროგრამისთვის შესაბამისი ასიგნებები გამოიყო.

„აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს 7 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, ხოლო ამ ეტაპზე ორი ახალი ბაღის მშენებლობის ტენდერია გამოცხადებული. კახა კალაძის მერობის პერიოდში, 2017 წლიდან დღემდე, 20 ახალი ბაღის მშენებლობა განხორციელდა და მომავალი წლისთვის დამატებით 9 ახალი ბაღი შეემატება ქალაქს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის ბაღებში მაღალი სტანდარტებითაა დაცული უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სახელფასო ფონდის ზრდა, რომელიც მომავალშიც არის გათვალისწინებული.

მისი თქმით, კახა კალაძის მერობის პერიოდში ასევე წარმატებით ხორციელდება პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომლის ფარგლებში დაფინანსდა პროფესიული კოლეჯების (იკაროსი, სპექტრი, მერმისი, გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი) მიერ წარმოდგენილი პროექტები – თბილისში რეგისტრირებული სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტით ორი ახალი ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია არის გათვალისწინებული.ასევე კვლავ პრიორიტეტულია წარმატებული სტუდენტების, შშმ პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სწავლების დაფინანსება. ასევე, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გიორგი ტყემალაძის ინიციატივაა, რომლის თანახმადაც თბილისის ცენტრში, საკრებულოს ისტორიულ შენობაში განთავსდება თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი, რომელსაც შემეცნებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისათვის“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს