საკრებულოს გადაწყვეტილებით „მზიური“ ფართოვდება და 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია დედაქალაქის საკუთრებაში ბრუნდება

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით და ქალაქის მთავრობის განკარგულებით, ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი „მზიური“ ფართოვდება. 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია დედაქალაქის საკუთრებაში ბრუნდება და „მზიურს“ უერთდება. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„მზიურის“ პარკს აღნიშნული ტერიტორია, სოფელ ქვემო ლისის მიმდებარედ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 146 634 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების სანაცვლოდ გადაეცა.

საკრებულოს სხდომაზე, პოლიტიკური უმრავლესობის წევრებმა, თბილისის მცხოვრებლების სახელით დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნა, რომ ადგილმონაცვლეობის განხორციელების შემდეგ, ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება ხდება, შემოერთებულ სივრცეში კი ახალი პროექტი განხორციელდება, რაც აღნიშნულ დასასვენებელ სივრცეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო