კახა ლაბუჩიძე - საკრებულომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომელიც სკოლის სახელდებას ეხებოდა

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომის გმირის, ბაბუშარას აეროპორტში დაღუპული, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსნის ბესარიონ კივილაძის და სამაჩაბლოს ომში დაღუპული, კაპიტნის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსნის ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, პირველად არის პრეცედენტი, როდესაც ერთ დაწესებულებაზე ორი გმირის სახელდების საკითხი განიხილება.

მისივე თქმით, სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება მნიშვნელოვანი ფაქტია და საამაყოა იმ თაობისთვისაც, ვისი აღზრდაც ჩვენი ვალდებულებაა.

„აღნიშნული თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს N32 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მომართა. დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ კომისიის სხდომაზე საკითხი განვიხილეთ. ბესარიონ კივილაძე 1993 წელს 32 წლის ასაკში ბაბუშარას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა. იგი დაჯილდოებულია ვ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ალექსანდრე თანდაშვილი ვ.გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია. იგი 37 წლის ასაკში 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა