„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შრომის უსაფრთხოების კუთხით წარმატებული მომსახურების ცენტრები გამოავლინა

სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ვანის მომსახურების ცენტრს, კახეთის ფილიალის ყვარლის მომსახურების ცენტრს და აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალის გარდაბნის მომსახურების ცენტრს მადლობის სიგელები გადაეცათ.

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის, კომპანიის ხელმძღვანელობისგან მადლობა მომსახურების ცენტრების პერსონალს, ფილიალების დირექტორებმა და მთავარმა ინჟინრებმა გადასცეს.

მათივე ცნობით, ბოლო 3 წლის შედეგების მონიტორინგის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვისა და კონტროლის კუთხით, ვანის მომსახურების ცენტრში ყველაზე კარგი შედეგი დაფიქსირდა კომპანიის მასშტაბით. მეორე ადგილს ინაწილებენ ყვარლის და გარდაბნის მომსახურების ცენტრები. აღნიშნულის საფუძველზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციამ, მომსახურების ცენტრების მთელს პერსონალს მადლობა გამოუცხადა და გადაწყვეტილება მიიღო მათი მატერიალური წახალისების შესახებ.

„შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კომპანიაში. დანერგილი გვაქვს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და პერიოდულად ტრენინგებს, პრაქტიკულ სწავლებებს, გამოცდებს და სხვა ღონისძიებებს გულისხმობს“ - განაცხადა კომპანიის შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, ალეკო ნემსაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა