იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე ჟენევაში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის განხილვაში მონაწილეობდა

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე ჟენევაში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის განხილვაში „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“მონაწილეობდა. საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით ანგარიში მომზადდა.

„სხდომის დასაწყისში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

შემდგომ, დელეგაციის წევრებმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით მათსავე ორგანიზაციაში მიმდინარე და შესრულებეული აქტივობების შესახებ.

ნინო მელაძემ ყურადღება გაამახვილა ბავშვთა, შშმ პირების, ეთიკურ უმცირესობათა, უცხოელთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა, მიგრანტთა, ლტოლვილთა, იძულებით გადასახლებულ პირთა და სხვა ბენეფიციარების უფლებების დაცვის, ასევე მათი, მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ განხორცილებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას ღიაობისა და ჩართულობისათვის, ასევე კონსტრუქციული და პროდუქტიული დიალოგისათვის. მათი მხრიდან დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები.

განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები აისახება შესაბამის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო