ხატია დეკანოიძე - მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია

მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაც, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქალების კვლა უმძიმესი დანაშაულია და ამ საკითხზე ხმა სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ.

“ვიდრე მხოლოდ ქალები ვსაუბრობთ ამ თემაზე, ეს დარჩება იმ სტატისტიკურ და ერთი დღით შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც გავიგებთ გამხეცებული კაცების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულს. ამიტომ ამაზე უნდა ისაუბროს ყველამ. ეს უნდა იყოს ყველას პრობლემა და ეს უნდა იყოს კაცების პრობლემა. მინდა მივმართო კაცებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, რომ ქალების კვლა არის უმძიმეს დანაშაული, რომელზეც სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ ხმა. მოვუწოდებ, განსაკუთრებით პოლიტიკოს კაცებს, ამოიღონ ხმა და მყარად დადგნენ იქ, სადაც უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების ყველა წევრი”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა