იუსტიციის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროპული პერსპექტივა განიხილეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, რასაც მოჰყვება ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია.

რატი ბრეგაძემ პაველ ჰერჩინსკისთან ევროინტეგრაციის პროცესში წარმატებული თანამშრომლობის და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა