ლევან დავითაშვილი - აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება

ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება.

„საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაც თავის მხრივ, განაპირობებს შუა სატრანზიტო დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებას. სახეზე გვაქვს პროგრესი, როგორ გაიზარდა 2014 წელთან შეადრებით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვები შუა დერეფნის გავლით - შუა დერეფნისა და შესაბამისად, საქართველოს გავლით გატარებულმა ტვირთმა 2021 წელს 10,000 TEU - ს გადააჭარბა. თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ყველა იმ დერეფნის განვითარებას, რომლებიც ჩვენს რეგიონში მეტ ტვირთს მოიზიდავს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე. ვიცე-პრემიერმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ოთხმხრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა.

შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა