საქართველოსა და ხორვატიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ხორვატიის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა.

საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ხორვატიის მხრიდან - ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლინა ბრნიაცმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს როგორიცაა მხარეთა შორის ორმხრივი ტურისტული მიმოსვლის ინტენსიფიკაცია, ორი ქვეყნის ტურიზმის სექტორს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლა. მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ხორვატიას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში