„ალდაგისა“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“  პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები სპეციალურ შეთავაზებას მიიღებენ

სადაზღვევო კომპანია „ალდაგისა“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები სპეციალურ შეთავაზებას მიიღებენ.

„ალდაგის“ ინფორმაციით, მომხმარებლებს, რომლებიც ავტომობილს „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ შეიძენენ და „ალდაგის“ ავტო ან/და პრიმო დაზღვევით ისარგებლებენ, საჩუქრად ექსტრა საწვავი გადაეცემათ. შეთავაზებით სარგებლობა 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

„პრიმო დაზღვევა ეს არის საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე. მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, მანქანის ჩანაცვლების სერვისი, კონსიერჟის მომსახურება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ „ალდაგის“ ავტო დაზღვევით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, იგი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

„ალდაგის“ ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც „ალდაგი“ უზრუნველყოფს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა