პარლამენტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად თემატური მოკვლევა დაიწყო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, თემატური მოკვლევა დაიწყო.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტში აღნიშნული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თერჯოლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„მინდა, უზარმაზარი მწუხარება გამოვხატო ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი მხრივ, ვანდალიზმი, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადო ტრაგედიაა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა