ლელა ჩიქოვანმა საერთაშორისო ფორუმში - „ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში” მონაწილეობა მიიღო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმი - „ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“ ჩატარდა. ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ფორუმში საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი მონაწილეობდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ლელა ჩიქოვანი პანელზე „ეროვნული პერსპექტივები და წარმატების ისტორიები შავი ზღვის რეგიონში“ მოხსენებით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას მან გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიღწევებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ შედეგებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, პანელის ბოლოს ლელა ჩიქოვანმა აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და რჩევები მისცა ახალგაზრდა ქალბატონებს, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კარიერას იწყებენ.

„ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“ ფორუმს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სიმონა ქოჯოქარუ უძღვებოდა.

ფორუმზე მოწვეული იყვნენ ნატოს, UNDP, OSCE, აშშ-ის, თურქეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ისევე როგორც რუმინეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული უცხო ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების სამხედრო პერსონალი და რუმინეთის სამხედრო სასწავლებლების მსმენელები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს