ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანონმდებლობაში სქესობრივი დანაშაულების ახლებურად განსაზღვრასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონმდებლობაში სქესობრივი დანაშაულების ახლებურად განსაზღვრასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა. კერძოდ, თემატური მოკვლევის მიზანი იქნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფის მუშაობა ითვალისწინებს სამართლებრივ დეფინიციებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილების მოძიებას.

"რამდენიმე საკითხია, რომელიც დამუშავებას და შესწავლას საჭიროებს. პირველი უკავშირდება საუკეთესო საერთაშორისო გამოცილების მოძიებას, რაც სამართლებრივ დეფინიციებს უკავშირდება, ხოლო მეორე საკითხია ის, რომ დაგვჭირდება იმის ცოდნა, რა შესაძლო საფრთხეები შეიძლება უკავშირდებოდეს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას. საფეთხეებში იგულისხმება ისეთი საკითხები, რომელთაც შესაძლოა ესაჭიროებოდეს დაზღვევა",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს