კახა კალაძემ  კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი, ე.წ. „გეგეშიძის ბაღი“ დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, სკვერის არეალი გაფართოვდა და რეაბილიტირდა.

„გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად, დასრულებულია. პატარა დეტალები არის გასაკეთებელი, რომელსაც ხვალ მთლიანად დაასრულებენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგან თვითონ ეს ბაღი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებდა განახლებას. თქვენ იცით, რომ აქ „ბურგერ ბარი“ იყო, რომელიც აღებულია და ამ ბარის ადგილზე მწვანე სივრცე მოეწყო, რითაც ბაღის არეალი უფრო გაფართოვდა. ერთადერთი, რაც დარჩა, არის კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, რომელიც თაბაშირითაა გაკეთებული და ბრინჯაოში ჩამოისხმება. პროექტი მომავალ წელს განხორციელდება, რაც ჩვენი დაპირება იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.

განხორციელებული სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

გაწეულ სამუშაოებს, ასევე, ადგილზე საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება