ეროვნულმა ბანკმა, ფინანსურ სექტორთან ერთად, ერთიანი სტატისტიკური ბაზა დანერგა

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს სტატისტიკური მონაცემების სიზუსტის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, ფინანსური სექტორის მიერ სებ-თან ანგარიშგებისთვის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების ერთიანი ბაზა შემუშავდა. აქამდე არსებული სისტემით, კომერციული ბანკები თავად ანიჭებდნენ იურიდიულ პირს შესაბამისს სტატუსს, ახალ ბაზაში კი იურიდიული პირების კლასიფიკაცია ინსტიტუციური სექტორების, ეკონომიკური საქმიანობის სახეობისა (NACE Rev 2) და საწარმოთა ზომის მიხედვით ერთიანადაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ერთიანი ბაზა აზუსტებს მცირე და საშუალო ბიზნეს (SME) და კორპორატიული სესხების ჩაშლას. აღნიშნულმა ცვლილებამ გარკვეული გავლენა იქონია ფართო ფულის მაჩვენებლების დაანგარიშებაზეც, რამდენადაც ფართო ფულის მაჩვენებლებში, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული იურიდიული პირებისა და ბანკთაშორისი დეპოზიტებისა, იურიდიული პირების დეპოზიტებიც შედის. მიუხედავად ჩაშლილი მონაცემების ამ დაზუსტებისა, სესხებისა და დეპოზიტების ჯამური რიცხვები არ იცვლება.

ეროვნული ბანკი, ფინანსურ სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს აღნიშნული ერთიანი ბაზის მიხედვით მონაცემების განახლებულ და დაზუსტებულ კლასიფიკაციაზე. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ჯამური სტატისტიკის ჩაშლაში დაზუსტებები და კორექტირებები პერიოდულად განხორციელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს