პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ

საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, რომლის მიღების პატივიც მე, როგორც პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანს, მხვდა წილად; ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და გავცვალეთ მოსაზრებები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, - ამის შესახებ პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელმა მდივანმა ზაქარიას და კოსტამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

„2014 წლიდან საქართველო სადამკვირვებლო მისიის ასოცირებული წევრია, ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ ერთად ვმუშაობთ. 2016 წლიდან უმაღლესი დონის ვიზიტებს ვმასპინძლობთ საქართველოდან. 2019 წლის აპრილის თვეში ვუმასპინძლეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. აღსანიშნავია დღევანდელი ვიზიტიც, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ", - განაცხადა ზაქარიას და კოსტამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა